თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე და მის პარალელურად დაგეგმილ აქციებს ეხმიანება.
„საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჯგუფები პარლამენტის შენობის წინ დღეს დილიდან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაანონსებული ღირსების მარში გაუქმდა. შეკრებილი პირები ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და „თბილისი პრაიდის“ აკრძალვას ითხოვენ. გარდა ამისა, მანიფესტანტები აცხადებენ, რომ სამოქალაქო აქტივისტებს არ მისცემენ ანტისაოკუპაციო აქციების გაგრძელების შესაძლებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში, - „სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე და მის პარალელურად დაგეგმილი აქციის მონაწილეებს, გამოყონ ორგანიზატორი პირები, რომელთა შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელს გახდის ორივე აქციის შეუფერხებელ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მოქალაქეთა მშვიდობიანი ფორმით გამოხატვას და უზრუნველყონ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა პირის მიერ შეკრების უფლების სრულფასოვანი რეალიზება“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)