თბილისი. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების სამართლებრივ და პრაქტიკულ მიმოხილვას აქვეყნებს.
კვლევა მომზადებულია MAC Georgia-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების სექსუალური ძალადობისგან დაცვა“ - ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებდა სექსუალური ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი მექანიზმის, კერძოდ, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებთან დაკავშირებით შშმ მოზარდებთან მომუშავე პროფესიონალების ცნობიერების ამაღლებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)