თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჯემალ დუმბაძის სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განაჩენის გადასინჯვის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
საია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე გამოტანილი განაჩენების გადასინჯვას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც თანასწორობის უფლებას ითვალისწინებს, ასევე კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მეშვიდე პუნქტებს, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას განამტკიცებს და მიუთითებს, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს.საია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე გამოტანილი განაჩენების გადასინჯვას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც თანასწორობის უფლებას ითვალისწინებს, ასევე კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მეშვიდე პუნქტებს, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას განამტკიცებს და მიუთითებს, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)