en
ge

დარღვევები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში

დარღვევები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში

თბილისი. რა დარღვევებით მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი - ამ საკითხის ირგვლივ მარიამ მხატვრის თვალსაზრისს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ თავის ვებგვერდზე წარმოგვიდგენს. 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო (შემდგომში საბჭო) უკვე მეორედ ცდილობს შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა სია. 2019 წლის 20 ივნისს, 137 კანდიდატიდან, ფარული კენჭისყრით, საბჭომ პირველადი შერჩევის შედეგად 50 კანდიდატი შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა. კენჭისყრის შედეგებით კანდიდატებს შორის გადანაწილებულმა ხმებმა საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფსა და მმართველ გუნდს შორის 20 ვაკანტური ადგილის გადანაწილებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია“, - მიიჩნევს მარიამ მხატვარი, - „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საწყისი ეტაპებიდან პროცესზე დაკვირვებამ, არაერთი დარღვევა და გამოწვევა გამოავლინა, რაც საბჭოს ირგვლივ არსებული მძიმე კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოების ნდობას საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ“. 

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)