თბილისი. “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” 2019 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში მოიცავს ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზს სამ თემატურ საკითხზე. ყველა მათგანთან დაკავშირებით რეფორმების გატარება საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, რომელთა აღსრულებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)