თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აქვეყნებს ანალიტიკურ დოკუმენტს - „შეჯიბრებითი სისხლის სამართლის პროცესის კრიტიკისთვის: ბარიერები სიმართლის დადგენის გზაზე“.
„სამართლებრივი დავების გადაწყვეტის ორი ძირითადი გზა შეჯიბრებითი და ინკვიზიციური პროცესებია. ზოგადი განმარტების თანახმად, მათ შორის ფუნდამენტური განსხვავება იმაში მდგომარეობს, თუ ვინ წარმართავს და აკონტროლებს პროცესს. ინკვიზიციურ მოდელში, სასამართლო უშუალოდაა ჩართული საქმის გადაწყვეტის საკითხში, კერძოდ, მოსამართლეები იწყებენ სასამართლო პროცედურებს, აგროვებენ მტკიცებულებებს და განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა გაიხსნას საქმეში არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, ნიშნავენ მოწმეებსა და ექსპერტებს, კითხავენ მათ და განსაზღვრავენ ჩვენებების ღირებულებას. საპირისპიროდ, შეჯიბრებით პროცესში საქმის მიმდინარეობა მთლიანად მხარეებს აქვთ მინდობილი (მათ იურისტებს, რომლებიც ახორციელებენ მოწმეთა დაკითხვას), მოსამართლე კი ნეიტრალური „არბიტრის“ ფუნქციას ასრულებს: ის კი არ აწარმოებს დამოუკიდებელ კვლევა-ძიებას, არამედ აფასებს მხარეების მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და წყვეტს საქმეს არსებული ფაქტებისა და არგუმენტების გათვალისწინებით”, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)