en
ge

„საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა: დასრულებული და მიმდინარე პროექტების მიმოხილვა

„საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა: დასრულებული და მიმდინარე პროექტების მიმოხილვა

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ (TI) სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტები შეისწავლა. შედეგად, „საპარტნიორო ფონდის” სტაბილური საინვესტიციო საქმიანობისთვის, TI-ის მიზანშეწონილად მიაჩნია:

„ფონდი” არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო კომპანიების მოგებაზე და გარკვეულ ზღვრებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოს დაფინანსება; პირველი რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, „საპარტნიორო ფონდმა”, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებამ, ყოველ საბიუჯეტო წელს უნდა წარუდგინოს მთავრობას და პარლამენტს მიმდინარე და მომავალი საინვესტიციო პროექტების დეტალური ანგარიში, რის საფუძველზეც დაუმტკიცდება მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის „ფონდზე” საპარლამენტო ზედამხედველობას და მის ანგარიშვალდებულებას; „ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება „საპარტნიორო ფონდის” სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი; „საპარტნიორო ფონდმა” საკუთარ ვებგვერდზე უფრო მეტი ინფორმაცია უნდა განათავსოს დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ“. 

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)