თბილისი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 12 ივლისის სხდომაზე სახალხო დამცველის 27 ივნისის რეკომენდაცია განიხილა და მისი გათვალისწინების გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისად, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილე 137 კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)