en
ge

ქალთა მოძრაობის სოლიდარობა ინგა გრიგოლიას

ქალთა მოძრაობის სოლიდარობა ინგა გრიგოლიას

თბილისი. „ქალთა მოძრაობა“ სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას და გმობს მის მიმართ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის მხრიდან სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელ განცხადებას.

„11 ივლისს, TV პირველის საავტორო გადაცემაში „რეაქცია“ ინგა გრიგოლიას სტუმარი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო. მის გადადგომას უკვე მრავალი დღეა ითხოვენ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილენი.

ინტერვიუს შემდეგ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, შსს-ს მინისტრთან ინტერვიუს გამო, ტვ პირველის წამყვანი, ინგა გრიგოლია, შეურაცხმყოფელად მოიხსენია. „ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ - წერს ლევან ონიანი „ქართული ოცნების“ ერთერთი აქტივისტის პოსტის კომენტარებში.

მოვუწოდებთ რუსთავის საკრებულოს, რომ სექსისტური განცხადებების გამო, გადააყენონ საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან, ხოლო მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ - საკუთარი რიგებიდან გარიცხოს ლევან ონიანი“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)