12 ივლისს მართლმსაჯულების სკოლის ჯგუფისთვის გაიმართა სერიალის „შავი სარკე“ ერთ-ერთი ეპიზოდის „თეთრი შობა“ ჩვენება.
„ფილმის ჩვენებას მოყვა დისკუსია. მონაწილეებმა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ, დავით ზედელაშვილთან ერთად იმსჯელეს მტკიცებულებების მოპოვების ეთიკურობაზე და იმ საკითხზე, როგორ შეიძლება ტექნოლოგიები, რომლებიც მართლმსაჯულების უკეთ აღსრულებისკენაა მიმართული ადამიანის თავისუფლების განადგურებისთვის იქნეს გამოყენებული“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)