თბილისი. როგორ დავწეროთ საგრანტო განაცხადი და ვმართოთ პროექტი - ამ თემაზე მთის სათემო ორგანიზაციებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა ილტოს ხეობაში.
"თუშეთის, პანკისის, ფშავ-ხევსურეთისა და ხევის სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა და ინიციატივა გამოკვეთეს, რაზედაც სამომავლოდ პროექტებს მოამზადებენ.
უახლოეს პერიოდში მთის სათემო ორგანიზაციები ადვოკატირების მასშტაბურ კამპანიას დაიწყებენ მთაში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და მთის კანონის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)