აჭარა. 9 და 10 ივლისს, ბათუმის ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა „მეწარმეობის ვორქშოფს“, რომელიც PITA-ს პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
„ვორქშოფის პირველ დღეს, მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა CANVA-ს ბიზნეს მოდელისა და PITCH - პრეზენტირების ფორმაზე, გარდა ამისა გაეცნენ სოციალური კვლევის შედეგებს.
ტრენინგის მეორე დღე თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას დაეთმო. ახალგაზრდებმა ინოვაციური მეწარმეობის პროექტები შექმნეს და მათი პრეზენტაციაც მოაწყეს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)