თბილისი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულების მიზნით საია პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.
საიას მიაჩნია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის N1/5/1271 გადაწყვეტილებაში ასახული პრინციპების შესაბამისად და განისაზღვროს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებით განთავსებაზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)