6 ივლისს, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმში, 9 ივლისს, ამბროლაურის ცენტრალურ პარკში, პარალელურად გორში, კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმები. მათ ორგანიზებას უწევდნენ ადგილობრივი ჰაბები.
ფორუმის მიზანი რეგიონულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის გაცნობა დამსწრე საზოგადოებას საშუალებას აძლევდა მიეღო ინფორმაცია მათი აქტივობების შესახებ.
მანამდე ფორუმები გაიმართა ქუთაისში, ოზურგეთში, ახალციხეში, მარნეულში, რომლებმაც ასობით მოხალისეს, ახალგაზრდას, სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციის წევრებს, სოციალურ საწარმოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)