თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ჩრდილს აყენებს მთელი რიგი გარემოებები. მათ შორის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინტერესთა კონფლიქტი, საბჭოს არაუფლებამოსილი წევრის მიერ შერჩევის პროცედურებში მონაწილეობა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა, პირველ ფარულ კენჭისყრაზე საბჭოს წევრების მიერ ხმების გადანაწილება, კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)