თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს პასუხისმგებლობა დააკისრა.
„წინამდებარე საქმეზე ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა და განმარტა, რომ ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესების დროს სასამართლოებმა ცხადად აღნიშნეს, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელები ოფიციალური სტატუსით მოქმედებდნენ, შესაბამისად, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა სახელმწიფოს შეერაცხებოდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)