თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს ბლოგპოსტს: როგორ გავზარდოთ ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან პოლიციისადმი მიმართვიანობა გენდერული სტატისტიკის წარმოების გზით.
„ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ძალადობაგამოვლილი ქალის დასარწმუნებლად, ენდოს სახელმწიფოს, ყველაზე კარგი ბერკეტი სტატისტიკაა. სტატისტიკა, რომელიც თითქმის არასდროს მაქვს, რადგან სახელმწიფოს არ მიაჩნია მნიშვნელოვნად იცოდეს, ქალები რა ფორმით და რამდენჯერ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, რა მოსდით ამ ქალებს მოძალადის საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, განიცდიან თუ არა ისინი განმეორებით ძალადობას და კიდევ სხვა უამრავი. იმ პირობებში, როდესაც დაბალია სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა, როდესაც პოლიციის განყოფილებაში მისული ქალი ხშირად განიცდის რევიქტიმიზაციას, როდესაც რეაგირება გაჭიანურებულია, ქალებს უჭირთ, დაიჯერონ, რომ სახელმწიფო მას დაიცავს და მოძალადის პირისპირ მარტო არ დატოვებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)