კახეთი. „სათემო განვითარების ცენტრი” პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაცია
B4-თან პარტნიორობით კახეთში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტი „ბიზნესი სტარტისთვის" განხორციელდება კახეთის სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულსა და გურჯაანში.
პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიზნობრივ სოფლებში მცხოვრები ქალების მიერ მცირე მეწარმეობის დაწყებას და თვითდასაქმებას.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა და გადამზადდება 60 ქალი - მცირე ბიზნესის დაწყებასა და მის გაძღოლაში.
კონკურსში გამარჯვებული 20 მონაწილე მიიღებს მცირე გრანტს, საკუთარი ბიზნესის დაწყებისთვის. ბიზნეს-პროექტების მომზადებაში მათ პროექტში ჩართული კონსულტანტები დაეხმარებიან.
სამიზნე მუნიციპალიტეტებში
საინფორმაციო ბუკლეტები დღეს გავრცელდა.