თბილისი. ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის ორგანიზებითა“ და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური ხელშეწყობით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გაიმართა კონფერენცია - „გირგვლიანის საქმე და სასამართლო პრაქტიკა“.
კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იყო „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ შემუშავებული დასკვნის პროექტი "უზენაესი სასამართლოს მიერ “გირგვლიანის საქმეზე” მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი სასამართლოს პრაქტიკისფონზე", რომლის თანახმადაც, იმდროინდელი საპროცესო კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება „გირგვლიანის საქმე“ დაებრუნებინა ხელახალი სასამართლო განხილვისთვის და ასევე მიეღო კერძო განჩინება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)