თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამთავრობო პრესსამსახურებს განცხადებით მიმართავს.
„როგორც ორგანიზაციის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები საუბრობენ რამდენიმე სამთავრობო (განსაკუთრებით ძალოვანი) უწყების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე, როდესაც ბრიფინგის ჩანიშვნისას ისე არიან გასაშუქებლად მიწვეულნი, რომ მათთვის უცნობი რჩება ღონისძიების თემა.
უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა იცოდნენ, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, რათა საკუთარი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, სარედაქციო პოლიტიკისა და ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დასწრება და გაშუქება.
ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალება დისკრიმინაციულ მიდგომაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათთვის არათუ თემა, არამედ თავად ღონისძიების გამართვის შესახებ ინფორმაცია უცნობი რჩება.
მედიამ უნდა გადაწყვიტოს არსებობს თუ არა აუდიტორიის ინტერესი ამა თუ იმ თემის მიმართ, ამის მიხედვით შეარჩიოს გაშუქების ფორმატიც და მოემზადოს შესაბამისი კითხვების დასასმელად, რისი საშუალებაც დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით დღეს მედიას არ ეძლევა“, ნათქვამია ქარტიის ვებგვერდზე.
წყარო: www.qartia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)