თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR )აქვეყნებს ბლოგპოსტს: რა ზიანის მოტანა შეუძლია სახელმწიფო უწყებების არააკოორდინირებულად მუშაობას გენდერული სტატისტიკის წარმოებისას.
„გენდერული სტატისტიკა, რომელიც გენდერული მონაცემის ერთ-ერთი ფორმაა, ეხება ცხოვრების ყველა სფეროს და ასახავს ქალების და კაცების მდგომარეობას საზოგადოებაში, ასევე ამ მდგომარეობის გამომწვევ ფაქტორებს. გენდერული სტატისტიკის შეგროვებას საქართველოში მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. მის მნიშვნელობაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკა უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. თუმცა, ჩვენი სახელმწიფოს რეალობაში ეს ჯერ კიდევ განუხორციელებელი ვალდებულებაა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)