en
ge

ეკა მესხიძემ 15 მედია საშუალების წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

ეკა მესხიძემ 15 მედია საშუალების წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიხედვით, ეკა მესხიძემ 15 მედია საშუალების წინააღმდეგ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას მიმართა. 

„იგი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რიგი მედია საშუალებების მიერ არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა, რითაც დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი. მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებული სადავო მასალის თანახმად, სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ სცნო და დაადგინა, რომ მისი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნულ საქმეში სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი“, ნათქვამია საიას ვებგვერდზე. 

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)