აჭარა. „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” (CiDA) ორგანიზებით, ციხისძირში გაიმართა სამუშაო შეხვედრა „ადგილობრივი თვითმართველობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პროცესში“.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კანონთან კონფლიქტში მყოფი და დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი მოზარდებისთვის, ადგილობრივ დონეზე, საჭიროებებზე მორგებული სერვისების შემუშავებისა და დანერგვის თაობაზე მსჯელობა.
შეხვედრა „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან” თანამშრომლობით, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ (RIVG) და ,,გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ (GIP-Tbilisi) პარტნიორობით გაიმართა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)