სამცხე-ჯავახეთი. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ფონდმა „ტასომ“, 3-4 სექტემბერს, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ქალთა ლიდერობის საკითხების შესახებ ტრენინგები ჩაატარა.
ლიდერობა, მართვა, მოტივაცია - ეს ნაწილია იმ თემებისა, რომელთა განხილვაც ტრენინგების დროს მოხდა. ქალებს მიეცათ შესაძლებლობა მოესმინათ სოფლად მცხოვრები ლიდერი ქალისთვის, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი თემის, არანედ ქალთა მოძრაობის ლიდერიცაა.
ტრენინგები განხორციელდა პროექტის, „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)