იმერეთი. PITA ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა მოაწყო დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. აქციის ფარგლებში, ასევე, მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია გარემოსდაცვითი საქმიანობისა და ნარჩენების სეპარირების შესახებ.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)