თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) 2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმების ამოქმედებას ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებით, ცვლილებები წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, არის რიგი საკითხებისა, რომელიც ჯერაც მოგვარებას საჭიროება.
კერძოდ, EMC მოუწოდებს: „საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს: დროულად შეიმუშავოს და მიიღოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც გაწერილია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით და აუცილებელია ორგანული კანონის სრულფასოვნად ამოქმედებისა და შრომის უსაფრთხოების სრულფასოვანი სისტემის დანერგვისა და ეფექტურობისათვის; დროულად შეიმუშაოს და მიიღოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება შრომის ინსპექციის ინსტიტუციურად გაძლიერებისა და მის დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბებისთვის; დროულად შეიმუშაოს და მიიღოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოების მიზნით, რათა იგი გავრცელდეს ზოგადად შრომის კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედველობაზე; უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების სწავლების აკრედიტირებული პროგრამების სტანდარტიზება და გამართვა. დამსაქმებლებს: დროულად დანერგონ სამუშაო ადგილზე საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი შრომის უსაფრთხოების სისტემა“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)