გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, შირაკისა და გეგარკუნიკის რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალები კერვასა და ქსოვაში გადამზადდნენ. გადამზადება ერევნის ბურდას აკადემიის მიერ ჩატარდა და იგი 21-მა ქალმა გაიარა. მონაწილეებმა სამკერვალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების, ასევე, მოდის დიზაინის მასტერკლასები გაიარეს. სამომავლო კავშირების დამყარების მიზნით, ისინი ცნობილ სომეხ დიზაინერებსაც შეხვდნენ. ინიციატივა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში” ერთ-ერთი ნაწილია. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია სომხეთში გაეროს განვითარების პროგრამასთან და სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით ახორციელებს. იგი შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მიერაა დაფინანსებული”, ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)