თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 10 სექტემბერს, 12 საათიდან 4 საათამდე გამართვას ღია კარის დღეს და ჭიათურის მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს. ღია კარის დღე გაიმართება შემდეგ მისამართზე: ნინოშვილის 6 ბ, ქ. ჭიათურა.
“მოგვმართე, თუ ფიქრობ, რომ ირღვევა შენი ან შენი ახლობლების შრომითი უფლებები კერძო/საჯარო დაწესებულებებში, თუ შენს სოფელში და ქალაქში მწვავედ დგას გარემოს დაცვის, წყლის, საცხოვრისის და სხვა სოციალური საკითხები”, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში სამართალი ადამიანის უფლებები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)