en
ge

EMC გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამას აფასებს

EMC გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამას აფასებს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს ახალი პრემიერის მიერ ქვეყნის პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამას აფასებს. 

„საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი იპროგრამის შინაარსს.პროგრამებს შორის მსგავსება მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურად, ახალ სამთავრობო გუნდს პოლიტიკის, პრიორიტეტებისა და ხედვის განახლებაზე არ უმუშავია და მთავრობის შემადგენლობის ცვლილებების მიზეზი რეალური სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა არც ყოფილა.პროგრამის ტექსტი, მათ შორის, არ პასუხს ბოლო თვეებში ქვეყანაში გამოვლენილ ღრმა კრიზისს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ფუნციონირებას უკავშირდება. ამ პირობებში, სამთავრობო პროგრამას უფრო ტექნიკური მნიშვნელობა აქვს და ის რაციონალური პოლიტიკური განხილვისა და ამ პროცესში საპარლამენტო კონტროლის რეალურ მნიშვნელობას ვერ ატარებს“, - ვკითხულობთ შეფასებაში. 

სრულად 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023