გურია. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციტივით, სოფელ შრომაში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული ქალბატონისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო. „აქციის ფარგლებში, ცენტრის წევრებმა შეაგროვეს საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები პროდუქტები და ერთობლივად გადასცეს ხანდაზმულს. ასევე, დაასუფთავეს საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ტერიტორია. მსგავსი ტიპის აქტივობები ზრდის ახალგაზრდებში სოციალურ პასუხისმგებლობას და ეხმარება ახალი უნარ-ჩვევების დასწავლაში“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში სოციალური
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)