გურია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ,,გააღვიძე ოლიგარქის“ აქციის მონაწილეები ხმაურის გამო სამართალდამრღვევებად მიიჩნია და სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა, რაც გამოხატვის თავისუფლების საშიშ შეზღუდვას წარმოადგენს.
„ამ გადაწყვეტილებით იქმნება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის საშიში პრეცედენტი. ოზურგეთის რაიონული სასამართლო განსაზღვრავს საკითხებს, რომელზე პროტესტის გამოთქმა არ არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცული. ამით სახელმწიფო ფაქტობრივად ეუბნება მოქალაქეს, თუ რა საკითხებზე ილაპარაკოს და რა იდეებისა და მოსაზრების გამოხატვისაგან შეიკავოს თავი იმისათვის, რათა არ დაეკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას წარმოადგენს“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)