თბილისი. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების თაობაზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მომართა “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა” (JRC). მისი წარმომადგენლების თქმით, მას შემდეგ, რაც მოამზადეს ფილმი “რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, გახდნენ ზეწოლის და თავდასხმის მსხვერპლნი საზოგადოებრივი მაუწყებლის და ფილმში ნახსენები სარეკლამო კომპანიის, “პანორამას” მხრიდან”, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „როგორც JRC ამბობს, ფილმში გამოყენებული ფარული გადაღების გამო “პანორამას” წარმომადგენლებმა გამოითქვეს პროკურატურისთვის მიმართვის სურვილი. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ფარული გადაღების დაუშვებლობაზე მსჯელობის დაწყებაც კი მნიშვნელოვნად დააზიანებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ზოგადად მედიის მთავარ ფუნქციას - საჯარო მოხელეთა კანონდარღვევის თუ კორუფციის ფაქტების მხილებას. როდესაც ღიად ინფორმაციის მოპოვება ვერ ხერხდება, ფარული გადაღება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ თემებზე მუშაობისას აპრობირებული მეთოდია როგორც საერთაშორისო, ისე ქართული მედიისთვის, ეს დაშვებულია ქართული კანონდებლობითაც“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)