შიდა ქართლი. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან არსებულ გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „როგორ დავწეროთ შედეგზე ორიენტირებული პროექტი".
ტრენინგის ფარგლებში, ახალგაზრდები გაეცნენ პროექტის წერის ზოგად სქემას, განიხილეს SMART და SWOT ანალიზი, გრძელვადიანი შედეგის მნიშვნელობა. ღონისძიება ჩატარდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)