საქართველო. კანადის ფონდის - ადგილობრივი ინიციატივები GFLI - მიერ დაფინანსებული პროექტის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ქალები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“, ფარგლებში, ორგანიზაციამ „ქალი და რეალობა“ აჭარისა და იმერეთის ინკლუზიურ ჯგუფებთან სალონური ტიპის ლექცია-სემინარების ციკლი გამართა.
შეხვედრების თემა იყო მდგრადი განვითარების (SDG) მიზნები - პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა თემისთვის. ლექცია-სემინარების მონაწილეები გაეცნენ მდგრადი განვითარების მთავარ გზავნილსაც - „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“ (Leaving no one behind), იმას, თუ რა როლი აქვს ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა დაძლევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ინტერესების გათვალისწინებას.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)