თბილისი. საზოგადოება „ბილიკმა" პროექტის, „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის" დახურვის ღონისძიება გამართა.
პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა ისაუბრეს წარმატების ისტორიებზე, მოეწყო აქტივობების ამსახველი ფოტო-გამოფენა, ნაჩვენები იქნა პროექტის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმები. პროექტის შეფასებასთან ერთად, გაიმართა პარტნიორი სკოლების დაჯილდოება.
პროექტი „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ განხორციელდა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით და მისი მიზანი იყო შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი, ოსი და ქართულ-ოსური შერეული ოჯახების ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, მათი ეფექტური მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივი მთავრობის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)