თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქალაქო სასამართლოს, არ შეუზღუდოს ზაზა სარალიძის ადვოკატს სასამართლო პროცესებზე დასწრება.
„12 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც ზაზა სარალიძე დაკითხვაზე იმყოფებოდა მოწმის სტატუსით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის თხოვნა და სხდომაზე არ დაუშვა მისი ადვოკატი. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულის - ზაზა სარალიძის დაკითხვას, რომელიც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის სამართალწარმოების ყველა ეტაპზე წარმოადგენს მას როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, ასევე სასამართლოში,“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს, უზრუნველყოს დაზარალებულის უფლებების დაცვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და არ შეუზღუდოს დაზარალებულის ადვოკატს მომდევნო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა“.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)