თბილისი. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოუწოდებს სასამართლო ხელისუფლებას გაასაჯაროოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების გადაწყვეტილებები (განაჩენები).
„იმ ფონზე, როდესაც მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის „უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და ღია პროცედურები" დაანონსა და, ასევე, გაკეთდა განცხადებები, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანდიადტებს „მიკროსკოპით დააკვირდება", კანდიდატების პროფესიული გამოცდილების შესწავლის გარეშე, მთელი ეს პროცედურები მოკლებულია რეალურ შინაარსს. მოსამართლის კომპეტენტურობასა და კეთილსინდისირებაზე ყველაზე უკეთ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მეტყველებს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „შესაბამისად, მოვუწოდებთ სასამართლო ხელისუფლებას უმოკლეს ვადაში გაასაჯაროოს და პარლამენტისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მოსამართლე კანდიდატების მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)