ქვემო ქართლი. საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო სკოლის მასწავლებლებთან, საქართველოს ევროანტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს ურთიერთობის მიღწევებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს; ყურადღება გამახვილდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში მიმდინარე პროექტის, „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“, შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)