მცხეთა-მთიანეთი. 14 სექტემბერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გაიბოტენში ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლომეკის” და სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა ფესტივალი -„გაიბოტნობა“, რომელიც ისტორიული სოფლის - გაიბოტენის აღდგენა−რეაბილიტაციის იდეას მიეძღვნა.
ფესტივალზე მოსულმა სტუმრებმა დაათავლიერეს ფოტო-გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო გაიბოტენის სიძველეების შესახებ სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში დაცული ვიზუალური მასალა და მოხეური ყოფის ამსახველი საარქივო ფოტოები; მოუსმინეს ქალთა ფოლკლოლურ ანსამბლ „დიდებაის“, გოგონათა ანსამბლ „მზე შინასა“ და ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „კარიბჭეს“; გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში, ხატვაში - ბავშვებს შორის. ფესტივალზერ წარმოდგენილი იყო ძველი კუთხური თამაშობები, კუთხური სამზარეულო და ხინკლის მასტერკლასი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)