თბილისი. პლატფორმაში “არა-ფობიას!” შემავალი ორგანიზაციები, ბათუმის მეჩეთთან დაკავშირებით გაკეთებული გამონათქვამების გამო, განცხადებას ავრცელებენ.
კერძოდ, ორგანიზაციები ეხმაურებიან სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძის მიერ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ და პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის მიერ ჟურნალისტენებისთვის მიცემულ კომენტარებს. „ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საჯარო პირებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ქსენოფობიური და დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებების გაკეთებისგან და იხელმძღვანელონ კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებით“, - ნათქვამია “არა-ფობიას!” წევრი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: http://www.humanrights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)