გურია. „გურიის მოამბის“ რედაქტორი, თეა იოსელიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობდა, პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.
თეა იოსელიანმა მუქარის შემცველი შეტყობინება „Facebook”-ის მეშვეობით მიიღო და მას შეტყობინების გამგზავნი პირი შვილების დახოცვით დაემუქრა. საია, რომელიც ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას უწევს, მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჟურნალისტის მუქარის ფაქტზე გამოძიება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აწარმოოს.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)