თბილისი. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომლის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის საჯარო განხილვისას განაცხადა. აღნიშნული ცვლილების მიხედვით პოლიტიკური პარტია, რომელიც „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთ ქალს შეიყვანს, მიიღებს 30 პროცენტით მეტ დაფინანსებას.“, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ფინანსური წამახალისებელი ზომა ვერ უზრუნველყოფს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდას“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)