თბილისი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოცემა ,,ბათუმელებთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
„2019 წლის 21 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ,,ბათუმელების” დამფუძნებლის ახლობლებს პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან. მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე კი არ გამორიცხავს, რომ პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება შესაძლოა იყოს მესიჯი გამოცემის მიმართ. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დადგინდეს, ხომ არ უკავშირდება პოლიციის ქმედება მედია საშუალების საქმიანობას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავთა ქმედება რაიმე სახით კავშირში იქნება გაზეთი ბათუმელების საქმიანობასთან, აუცილებელია, რომ საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)