19 სექტემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად შპს „ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელობაში არსებულ, სოფელ შუქრუთში მდებარე მაღაროებთან აქცია გამართეს.
EMC-ის წარმომადგენელი სოფელ შუქრუთში 2019 წლის აგვისტოში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სოფლის მცხოვრებთა ჩივილებს. მოსახლეობას ეკოლოგიური (დაბინძურებული წყალი) და ინფრასტრუქტურული პრობლემების აწუხებს (გაუმართავი გზები, აფეთქებების შედეგად დეფორმირებული საცხოვრებლები).
ორგანიზაცია მოუწოდებს „ჯორჯიან მანგანეზს”: „უზრუნველყოს მაღაროებში სამუშაო პროცესის განხორციელება კანონის მოთხოვნათა დაცვით, სოფელ შუქრუთის მოსახლეობის საკუთრების, გარემოს და ინფრასტრუქტურისათვის ზიანის მიუყენებლად”.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)