თბილისი. დღეს, ევროპის ფონდმა „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“კვლევის ანგარიში წარმოადგინა.
გამოკითხვას ევროპის ფონდი 2009 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. კვლევა წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) და მაქსიმალურად იდენტური კითხვარის გამოყენებით ტარდება, რათა საშუალება მოგვეცეს შევაფასოთ რამდენად იცვლება საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და მოლოდინები ევროკავშირის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. წელს, კვლევის ფარგლებში, საქართველოს 2,746 მოქალაქე გამოიკითხა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)