თბილისი. 67 ათასი აშშ დოლარის მობილიზება მოხდა ბავშვთა ჰოსპისის, „ციცინათელების ქვეყნის“ მხარდასაჭერ, რიგით მესამე აუქციონზე, რომელიც 19 სექტემბერს გაიმართა. აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორებს შორის იყვნენ ოლეგ ტიმჩენკო, ნიკო ცეცხლაძე, სალომე რიგვავა, ნინო მორბედაძე, თუთუ კილაძე, მაკა ჯებირაშვილი და სხვები. მხატვრებმა ჰოსპისს ნამუშევრები უსასყიდლოდ გადასცეს.
ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა” 2017 წელს გაიხსნა. ჰოსპისის შექმნაზე მუშაობა ღია საზოგადოების ფონდმა 2013 წელს, ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის საჭიროებების შესახებ კვლევის ჩატარების შემდეგ დაიწყო. კვლევის შედეგების მიხედვით, პალიატიური მზრუნველობის მომსახურება საქართველოში წელიწარდში 840 ბავშვს ესაჭიროება. აქედან, 30-მდე ბავშვს - სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა ჰოსპისში.
წყარო: https://osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)