თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (TDI) აქვეყნებს ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) საკონსულტაციო კომიტეტის მესამე ანგარიშს საქართველოზე.
„საკონსულტაციო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნების მსგავსად, მზარდი შეუწყნარებლობა საქართველოშიც ვლინდება. ამავე დროს, საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საკუთარი შესაძლებლობები სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან საბრძოლველად, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ჩამოყალიბებით, რომელსაც ევალება სპეციფიკური დანაშაულების, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მონიტორინგი“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)