თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, 9 წლის აუტიზმის სპექტრის მქონე ნაცემი ბავშვი პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულად არ მიიჩნია.
„მამა კრძალავდა პეტრეს ჩართვას თერაპიულ კურსებში და ბავშვის დიაგნოზის გამო დედას ადანაშაულებდა. იგი ბავშვს აუტიზმის დიაგნოზის გამო სასტიკად სჯიდა. გამოძიებამ, რომელიც ოჯახში ძალადობის ფაქტზე 2018 წლის სექტემბერში დაიწყო, გამოავლინა რომ ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი იყო დედაც და პეტრეს დებიც, რომელთა თანდასწრებითაც მამა ცემით და საგნების სროლით უსწორდებოდა მეუღლეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს. პროკურატურამ ძალადობის მსხვერპლად ცნო დედა და ორი შვილი, მაგრამ უარი თქვა პეტრესთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)