თბილისი. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტით თანამდებობიდან გაათავისუფლა დირექტორი, სამი კონკურსის გამართვის შემდეგ ვერ მოახერხა ახალი დირექტორის არჩევა და უკვე 5 თვეა მაუწყებელი ფაქტობრივად დირექტორის გარეშე ფუნქციონირებს, მეოთხედ გამოცხადებული კონკურსი კი სასამრთლოს განჩინებით შეჩერდა”, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ქარტიის საბჭო იზიარებს ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ეჭვებსა და შიშს. გვსურს ხაზი გავუსვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ როლს და იმ მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელობას, რითიც აჭარის ტელევიზია და რადიო გამოირჩევა. ამ მიუკერძოებლობის შენარჩუნება უნდა იყოს უპირველესი ამოცანა როგორც მრჩეველთა საბჭოსთვის, ისე ყველა იმ პირისთვის, ვისაც პირდაპირ, თუ ირიბად ზეგავლენა აქვს პროცესზე. შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ყველა ქმედებას და გაიაზროს ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, საბოლოოდ კი აუდიტორიას“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)