თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად გამართა საჯარო დისკუსია 2019 წლის 22 მაისს ინიცირებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე.
„იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიღება მოხდება სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების ინიცირების გარეშე, სასამართლო გადაწყვეტილებების სრულ ვერსიაზე წვდომა შეიზღუდება, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს. გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა წაშლის ან დაბლოკვის უფლების აღსრულების პროცესში არსებობს რისკი იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება არათანაზომიერად შეიზღუდოს,“ – განაცხადა ქეთევან კუკავამ, IDFI-ს საპარლამენტო მდივანმა და კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)